ქართულ ენაზე

______________________________________________________________________________
დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული 

© ‘Didache’, Norway 2020
ISBN 978-82-93720-17-1
Booklet: ISBN 978-82-93720-18-8


2018 წელს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიამ აირჩია ეს მუხლი“          
ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.”
ფილიპელთა 3:16 

ადამიანების გასამხნევებლად, რათა მათ შეინარჩუნონ მამოძრავებელი ძალა და იმოძრაონ სწორი მიმართულებით. მთელი წლის განმავლობაში, მე ვაქვეყნებდი ამ მოწოდებასთან დაკავშირებულ ყოველკვირეულ ბლოგებს ექვს ენაზე.

მე ავარჩიე 26 ბლოგი, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ბუკლეტში. ჩემი მიზანი გახლავთ, ისინი ხელმისაწვდომი გახდეს პერსონალური რეფლექსიისთვის, ან უფრო მეტიც, რეფლექსიისათვის მცირე ჯგუფებში ნახევარი წლის მანძილზე. ფიქრების, რწმენისა და ლოცვის გაზიარება სხვებთან ურთიერთობისას,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც ქრისტეს მოწაფის ზრდისათვის.

ყოველი რეფლექსიის ბოლოს, თქვენ შეგხვდებათ შეკითხვები, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ საუბრის დასაწყებად. გთხოვთ, ასევე ყური მიუგდეთ სულიწმიდას. ძალიან ხშირად, სულიწმიდა განგიცხადებთ იმას, რაც სხვებს უნდა გაუზიაროთ.

ქრისტეს მოწაფეობა, გულისხმობს იყო ქრისტეს მსგავსი ამ სამყაროში. ეს მნიშვნელოვანია მორწმუნეებთან ურთიერთობაში, თუმცა, იესო ყოველდღიურად გვაგზავნის ჩვენ ამ სამყაროში, რათა შევიცნოთ იგი იმ ადამიანთა შორისაც კი, რომელთაც არ სწამთ იგი.
ამრიგად, დარჩით სწორ გზაზე და განაგრძეთ მოძრაობა!

თქვენი ძმა ქრისტეში,

ოსტინი

დაედავრჩეთ სწორ გზაზე! PDF
______________________________________________________
გაბედე იყო განსხვავებული
იყავი რაც ხარ!

წმინდა ცხოვრება

იოსტინ ნილსენი
©Didache - ნორვეგია
ISBN: 978-82-997436-6-2

„სწორედ სიწმინდე არის ის - დოქტრინები, გამოცდილება, საქმეები - რაც ჩვენ, „ხსნისარმიელებმა“ უნდა შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში  ვუღალატებთ ჩვენს რწმენას; ჩვენ დავკარგავთ პირმშოობის უფლებას; ჩვენ აღარ ვიქნებით სულიერი ძალა დედამიწაზე; ჩვენ გვერქმევა ცოცხალის სახელი, თუმცა ვიქნებით მკვდარი; ჩვენი დიდება მიგვატოვებს; და ჩვენ, სამსონის მსგავსად, რომელსაც მოაჭრეს დალალები, გავხდებით სხვა ადამიანები.“[1]



[1] სამუელ ლოგან ბრენგლი - ციტატა მოყვანილია რობერტ სტრიტის წიგნიდან „ღვთის ხალხად მოწოდებულნი“ სშბ 1999წ. გვ. 64
----------------------------------------------------------------------------

Ingen kommentarer:

Legg inn en kommentar